დღეს, 12 მარტს, ინგლისში, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება საზეიმო ცერემონია ელიზაბედ მეორეს ბრიტანეთის ტახტზე ყოფნის 60 წლისთავთან დაკავშირებით.
ცერემონიამდე გავრცელდა ელიზაბედ მეორეს ტრადიციული მიმართვა ბრიტანეთის თანამეგობრობის 54 ქვეყნის მიმართ.
ბი-ბი-სის ინფოორმაციით, ყოველწლიურ მიმართვაში დედოფალმა მოუწოდა თანამაგეობრობის ქვეყნების ყველა მცხოვრებს პატივი სცენ და განავითარონ კულტურული მრავალფეროვნება.
მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიები ამსხვრევს ბარიერებს, და ხალხს რომელიც სხვადასხვა პირობებში ცხოვრობს, საშუალებას აძლევს მოუსმინონ ერთმანეთს და გაუზიარონ გამოცდილებები.
დედოფალი ელისაბედ II უინძორი 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა. იგი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა, ხოლო გვირგვინი 1953 წლის 2 ივნისს დაიდგა.