აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი რუსეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს "რუს პატრიოტად" მიიჩნევს, რომელიც არაა აშშ-ის წინააღმდეგ განწყობილლი.
"მე არ მიიმაჩნია, რომ ის განწყობილია დასავლეთის წინააღმდეგ", - განაცხადა კისინჯერმა სი-ენ-ენის ეთერში და დასძინა, - " ის პირველ რიგში რუსი პატრიოტია, რომელიც თავს შეურაცყხოფილად გრძნობს იმის გამო რაც მის სამშობლოში 1990 -იან წლებში ხდებოდა".
კისინჯერის თქმით, "პუტის აღაშფოთებს ის , რასაც რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევად მიიჩნევს".
ჰენრი კისინჯერს სახელლმწიფო მდივნი იყო რიჩარდ ნისქსონისა და ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობის დროს. იგი პირადად იცნობს ვლადიმერ პუტინს და მასთან არაერთი შეხვედრა აქვს გამართული.
მასალის გამოყენების პირობები