ავღანეთში დისლოცირებული აშშ-ს სამხედრო ნაწილები გაძლიერებულ სამხედრო მზადყოფნაში არიან. ისინი შურისძიების შესაძლო აქტებს ელიან. კვირას ამერიკელმა ჯარისკაცმა ავღანეთის პროვინცია ყანდაღარის ერთ-ერთი სოფლის 16 მშიდობიანი მოსახლე დახოცა, რომელთა შორისაც 9 ბავშვი იყო.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამ "ტრაგიკულ და საშინელ" შემთხვევაში ბრალდებულის დასჯის პირობა დადო. თავისი სამძიმარი გამოთქვა ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედრო საქციელს გამართლება არ აქვს და მისი პატიება არ შეიძლება. თავად სამხედრო უკვე დაპატიმრებულია.