მოძრაობა "თალიბანმა" დაიფიცა, რომ ამერიკელი სამხედროს მიერ 16 ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისათვის შურს იძიებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. ამის შესახებ თალიბებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს. თავის განცხადებაში ტერორისტული მოძრაობის წევრები აშშ-ს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს "გონებაშეზღუდულ ამერიკელ ველურებს" უწოდებენ.
"მოძრაობა თალიბანი შურს იძიებს დამპყრობლებზე და ველურ მკვლელებმა მრწამსისათვის ყოველი მოწამის გამო", _ ნათქვმია ისლამისტების ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.