რუსეთი პრეზიდენტმ, დიმიტრი მედვედევმა და მისმა "მემკვიდრემ", ვლადიმერ პუტინმა, მთავრობის მომავალი შემადგენლობის განხილვა დაიწყეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, კონსულტაციები ამ ეტაპზე მხოლოდ მათ შორის მიმდინარეობს. ახალი მთავრობის შესახებ კი ცნობილი მხოლოდ პუტინის ინაუგურაციის შემდეგ გახდება ცნობილი. სავარუდოდ, მთავრობაში შემცირდება ვიცე-პრემიერბის რაოდენობა. 8 ვიცე-პრემიერის ნაცვლად, 5 დარჩება, რომლებიც სხავდასხვა საკვანძო მიმართულებებს ჩაუდგებან სათავეში.
კრემლში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, რუსული მედია წერს, რომ მინისტრები არ შეითვსებენ ვიცე-პრემიერის თანამდებობებს.
მთვრობის რეორგანიზაციის ერთი პროექტი ქვეყნის ყოფლმა ეკონომიკის მინისტრმა და ამაჟამდ შემნახველი ბანკის ხელმძღვანელმა, გერმან გრეფმა წარმოადგინა. გრეფი მიიჩნევს, რომ საჭიროა ერთიანი საგადასახადო სამინისტროს შექმა და ყველა სხვა სტრუქტურას უნდა ჩამოერთვას გადასახადის აკრეფის უფლება.