ავღანეთში, აშშ-ს სამხედრო ბაზიდან გაქცეულმა ჯარისკაცმა რამდენიმე ადამიანი მოკლა და პოლიციას ჩაბარდა.
ინციდენტი ყანდაღარის პროვნციაში მოხდა, თუმცა საინფომაციო წყაროები დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ.
"როიტერი" 16 დაღუპულის შესახებ წერს.
აღინიშნება, რომ ამერიკელმა ჯარისკაცმა ქალები და ბავშვებიც იმსხვერპლა. აღნიშნულის მიზეზად მისი ნერვული აშლილობა სახელდება.
ოფიციალურ განცხადებაში, ნატოს პრესსამასახურმა, დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი განუცხადა.