პაკისტანში ფეშავარის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ასაფეთქებილი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა ერთ-ერთ სასაფლაოზე, დაკრძალვის პროცესიის დროს ააფეთქა.
"ეს იყო თვითმკვლელის თავდასხმა. დაღუპულთა რაოდენობამ 12 მიაღწია, ხოლო დაჭრილი 30-ზე მეტია," - განუცხადა "ფრანს პრესს" ადგილობრივი პოლიცის უფროსმა.
მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ადრინდელი ანალოგიურ ინციდენტებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ისლამისტი ბოევიკები იღებდნენ.