ეგვიპტეში ქვეყნის პრეზიდენტობის სურვილი, საარჩევნო კამპანიის პირველ დღეს, 199 ადამიანმა გამოთქვა. მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკუთრი თავის პრეზიდენტის პოსტზე წამოსაყენებელი დოკუმენტების პაკეტი უკვე მიიღეს.
ქვეყნის ცესკოს ჯერ ოფიციალურად არცერთი კანდიდატი არ დაურეგისტრირებია.
23-24 მაისს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საჭიროა პარლამენტის 30 დეპუტატის მხარადაჭერა, ასევე ამომრჩეველთა 30 000 ხელმოწერის შეგროვება, არანაკლებ ქვეყნის 15 პროვინციიდან. თითოეული პროვნციიდან კი მინიმუმ 1000 ხემოწერა უნდა იქნეს შეგროვებული.
კანდიდატებმა საარჩევნიო კამპანიისთვის არ უნდა დახარჯონ 1,7 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში 300 000 დოლარზე მეტი.
კანდიდატებს ეკრძალებათ შემოწირულობების მიღება იურიდიული პირებისგან, უცხო ქვეყნებისგან, უცხო ქვეყნის მოქლაქეებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ან ისეთი პიროვნებისგან, რომელიც რაიმე ფორმით კავშირშია უცხო ქვეყნის კაპიტალთან.
შემოწირულობების უფლება ეძლევათ ეგვიპტის რიგით მოქალაქეებს, რომლებიც კერძო პირებს წარმოადგენენ. ამ შემთხვევაშიც შემოწირულობის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 170 000 დოლარს.
უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი პირველი, საარჩევნო კომისიაში, ქვეყნის ყოფილი პრემიერი, აჰმედ შაფიკი მივიდა, რომელიც მთავრობას გასული წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით ედგა სათავეში. სწორედ ამ დროს მოხდა ქვეყანაში რევოლუცია და პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის დამხობა.