აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, მიტ რომნი, ვაიომინგის შტატში, ასევე გუამეში და ჩრდილოეთ მარივნის კუნძულებზე გამართული პრაიმერიზის გამარჯვებული გახდა.
"ბი-ბი-სი" აღნიშნავს, რომ რომნიმ საკუთარი გამარჯვებით თავისი კონკურენტის, პენსილვანიის შტატის , ყოფილი სენატორის, რიკ სანტორუმის მიერ კანზასში მოპოვებული წარმატების იველირება მოახდინა.
რომნის წარმატებული კამპანიის მიუხედავად ჯერაც არ არის ნათელი გახდება თუ არა იგი ობამას მთავარი კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე.
მან საკუთარი პარტიის ყრილობაზე 2446-დან, მინიმუმ 1144 მხარდამჭერის ხმა უნდა მოაგროვოს. ამჟამინდელი მდგომარეობის მიხედვით, რომნის 454 ხმა აქვს, რიკ სანტორუმს 217, ნიუტ გინგრიჩს 107, რონ პოლს კი 47.