აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკას ობამას გადაწყვეტილება, დიდი რვიანის სამიტის ჩიკაგოდან კემპ-დევიდში გადატანის შესახებ, შესაძლოა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების სირთულეებს უკავშირდებოდეს.
დიდი რვიანის სამიტის შემდეგ, 18-19 მაისს ჩიკაგოში უნდა გაიხსნას ნატოს ქვეყნების მეთაურების სამიტი, რომელსაც რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უნდა დაესწროს. თუმცა პუტინმა გადაწყვიტა, რომ იგი არ დაესწრება ჩრდილოატლანტიკური ალაიანსის სამიტს, რაკეტსაწინაღმდეგო სისტემის საკითხში არსებული უთანხმოების გამო.
გაზეთ "კომერსანტის" წყარო აღნიშნავს, რომ აშშ-ის ადმiნისტრაციამ გადაწყვიტა ტერიტორიულად გამიჯნოს ორი სამიტის ჩატარების ადგილი, რათა დიდი რვიანის სამიტის შემდეგ პუტინის გამგზავრება არ იქნას აღქმული, როგორც დემარში.
ბარაკ ობამამ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მის კოლეგებს, კეპ-დევიდის თავისუფალ გარემოში განტვირთვა მოეწონებათ.