ოპოზიციონერი სერგეი უდალცოვი რამდენიმე მომხრესთან ერთად მოსკოვის ცენტრში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სანქცირებული მიტინგის შემდეგ უდალცოვმა განაცხადამ რომ იგი წავსლას არ აპირებს და მომიტინგეების ჯგუფთან ერთად კინოთეატრ "ხუდოჟესტვენნიის" მხარეს წავიდა.
"კინოთეატრთან უდალცოვმა მოუწოდა თავის მომხრეებს ყოველ შაბათს მოსკოვის ცენტრში პუშკინის მოედანზე შეიკრიბონ. მოდით ყოველ შაბათს, ორ საათზე პუშკინის მოედანზე გამოვიდეთ, ყოველგვარი წინასწარინ განცხადებების გარეშე",_ განაცხადა უდალცოვმა და მომიტინგეებმა მას მხარი დაუჭირეს", _ იუწყება რუსული მედია და იქვე აღნიშნავს, რომ პოლიციამ ყველად დაშლისაკენ მიუწოდა თუმცა ძალა არ გამოუყენებია.