მოსკოვში, ახალ არბატზე, ოპოზიციის მიტინგი - "სამართლიანი არჩევნებისთვის" მიმდინარეობს.
"მემარცხენე ფროტნის" კოორდინატორის ვლადიმერ უდალცოვის თმით, აქციაზე 30 ათასი ადამიანია შეკრებილი.
მოსკოვის პოლიცია კი სამი ათას ადამიანზე საუბრობს.
მიტინგზე ჟურნალისტმა ზოია სვეტოვამ ვლადიმერ პუტინი სტალინს შეადარა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის პოლიცია შესაძლო პროვოკაციებზე საუბრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კარვების ქალაქის გაშლის მცდელობაზე, ასევე გზების გადაკეტვაზე.
"მოსკოვის პოლიცია ოფიციალურად აფრთხილებს ასეთი აქციის ინიციატორებს, რომ პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრებათ მის ორგანიზატორებს, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებები აღკვეთილი იქნება წესრიგის დამცველთა მიერ მომქმედი კანონმდებლობის ფარგლებში", - ნათქვამია მოსკოვის პოლიციის მთავარი სამართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.