ბრაზილიაში უჩვეულო სამაშველო ოპერაცია განხორციელდა, რომელიც უბრალო ტურისტებმა ჩაატარეს.
რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროს მახლობლად, პლაჟ არაიალ-დუ-კაბუზე, ტურისტემა შენიშნეს როგორ მოაქანებდა ოკეანის ტალღები ათობით დელფინს სანაპიროსკენ.
დამსვენებლები თავიდან საკმაოდ დაიბნენ, როდესაც ათეულობით უმწეო დელფინი დაინახეს. თუმცა საბოლოოდ მათი შველა გადაწყვიტეს და 30-ზე მეტი დელფინი უკან ოკეანეში შეაცურეს. „სამაშველო ოპერაციამ" რამდენიმე წუთი გასტანა.
დამსვენებელთა ნაწილმა აღნიშნული "ოპერაცია" ვიდეო-კამერითაც გადაიღო. ვიდეო 2 დღის განმავლობაში ინტერნეტით 800 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.