საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მსოფლიო და გენდერი" ჩატარდა. კონფერენციის სამუშაო ენები იყო ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
კონფერენციის მუშაობა წარიმართა შემდეგ სექციებში: ქალი და პოლიტიკა; ქალი და კულტურა; გენდერი და კანონმდებლობა; ქალი და ბიზნეს-ინჟინერინგი; ქალი და მასმედია; გენდერი: პარადიგმები და დილემები.
კონფერენციის მასალათა კრებული კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.