უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა სურამის ლესია უკრაინკის სახელობის მუზეუმის დირექტორი ლია სადრაძე ოლგა კნიაგინის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში უკრაინის საელჩოდან აცნობეს, სადრაძეს ჯილდო საქართველო-უკრაინის მეგობრობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისა და უკრაინის კულტურის სიწმინდეების შენარჩუნებისთვის გადაეცემა.
ვიქტორ იანუკოვიჩის დავალებით, მუზეუმის დირექტორს ორდენს საქართველოში უკრაინის ელჩი ვასილ ციბენკო გადასცემს.
სურამში უკრაინელი პოეტისა და მწერლის ლესია უკრაინკას მუზეუმი გიორგი ლეონიძის ინიციატივით შეიქმნა. ლესია უკრაინკამ სიცოცხლის ბოლო დღეებში სწორედ სურამში გაატარა.