რუსი უფლებათადამცველები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას რუსეთის ფედერაციაში ჩაატარებული არჩევნების შესახებ შეურაცხმყოფელს უწოდებენ.
რუსი უფლლებათადამცველები აღნიშნავენ - ჰილარის კლინტონის აკეთებს განცხადებას იმის შესახებ , რომ აშშ მზადაა იმუშაოს „ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ - ვლადიმერ პუტინთან" იმ დღეებში, როდესაც ჩნდება ახალ-ახალი ფაქტები ხმის მიცემის მასობრივ ფალსიფიცირებაზე".
„ჩვენი შეხედულებით კლინტონის სიტყვები არ შეიძლება შეფასდეს სხვაგვარად თუ არა იმ ხალხის შეურაცხყოფა, რომლებიც რუუსეთში სამართლიანი არჩევნებისთვის იბრძვიან", - ნათქვამია უფლებათადამცველების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი ლუდმილა ალექსეევა, „ორგანიზაცია „ადამიანის უფლლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი ლევ პონომორიოვი, მემორიალის წარმომადგენლები სერგეი კოვალლევი და ოლეგ ორლოვი და სხვა უფლებთადამცვეელები.