ესპანეთის ზოგიერთ რეგიონში ძლიერი გვალვებია. მსგავსი გვალვები ესპანეთში ბოლო 65 წლის განმავლობაში არ ახსოვთ.
კატალონიაში ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში წვიმა არ მოსულა და როგორც მეტეოროლოგები აღნიშნავენ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში ნალექი მოსალოდნელი არ არის. ფერმერებმა მოსავლის უდიდესი ნაწილი უკვე დაკარგეს.
არ გამოირიცხება, რომ ძლიერმა გვალვვებმა კატალონიაში ტყის ხანძრები გამოიწვიოს. კატალონიის ექსტრემალური სამსახურები უკვე მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.