საბერძნეთი დეფოლტს გადაურჩა. ქვეყნის ხელისუფლებამ კერძო კრედიტორებისგან საკრედიტო ვალდებულებების შემსუბუქებასთან დაკავშირებით თანხმობა მიიღო.
იმისთვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო, ოფიციალურ ათენს თანხმობა კრედიტორთა 75 პროცენტისგან უნდა მიეღო.
გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება 85 პროცენტთან შედგა. ოფიციალური განცხადება დეფოლტის თავიდან აცილების შესახებ ჯერ არ გაუკეთებიათ. პრემიერმინისტრი სპეციალურ განცხადებას, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გაავრცელებს.