საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში პოლიტიკიდან წავა. ეს განცხადება მან დღეს რადიოს ეთერში გამოსვლისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაცით, ბოლოს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ სარკოზის მოწინააღმდეგეს სოციალისტს ფრანსუა ოლლანდს ამომრჩეველთა უფრო მეტი რაოდენობა უჭერს მხარს ვიდრე მას და არჩევნები ახლა რომ ტარდებოდეს, სარკოზი პირველივე ტურში წააგებდა მას ოლლანდთან რამდენიმე პროცენტიანი სხვაობით.