რუსეთის ელჩის გაეროში, ვიტალი ჩურკინის განცხადებით, ლიბია სირიელ მეამბოხეებს წვრთნის, რათა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ დარტყმები განახორციელონ.
"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ტრიპოლიში, ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერით, არის სამხედრო სასწავლო წვრთნები სირიელი რევოლუციონერებისთვის", - განაცხადა ჩურკინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, ლიბიის ასეთი ქმედება არის სრულიად მიუღებელი, სცილდება ყველა სამართლებრივ სტანდარტს და ძირს უთხრის სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში.