ექვსი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა დღეს ავღანეთის პროვინცია ყანდაღარში მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. ვრცელდება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯავშანმანქანამ, რომელშიც ბრიტანელი ჯარისკაცები ისხდნენ ნაღმზე გადაიარა და აფეთქდა.
"პრაქტიკულად ყველა დაღუპული ჯარისკაცი 19 დან 21 წლისაა, მხოლოდ ერთი დაღუპული სერჟანტია 30 წელზე მეტის", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოძრაობა "თალიბანმა" უკვე გამოაცხადა, რომ სწორედ მათ დანაღმეს ტერიტორია, რომელზეც ტრაგედია მოხდა. დამატებითი ინფორმაცია მომხდარის შესახებ არ ვრცელდება.