საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქალებს 8 მარტს "ფეისბუკის" ოფიციალური გვერდის საშუალებით ულოცავს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ყოველი დღე ქალთა დღე უნდა იყოს.
"ზოგი ამბობს რომ 8 მარტი არ უნდა ვიზეიმოთ, რადგან კლარა ცეტკინის მოგონილი კომუნისტური დღესასწაულია, მაგრამ ჩემი აზრით, ყოველი დღე ქალთა დღე უნდა იყოს ისედაც, ამიტომ გილოცავთ ქალბატონებო!
გისურვებთ ბედნიერებას, კარგ განწყობას და იმას, რომ ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესი იყოს. როგორც პრეზიდენტი წელიწადის 365 დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ვაცხადებ ქალთა დღესასწაულად", - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.
მიხეილ სააკაშვილი კაცებს მოუწოდებს გაუფრთხილდნენ საქართველოს ამ უკეთეს ნაწილს.