ყახაზეთის მცხოვრებმა ცოლთან შერიგება ორიგინალური მეთოდით გადაწყვიტა და 8 მარტს ცოლს 1 მლნ ვარდი მიართვა.
ყვავილების მაღაზიის მეპატრონემ, რომელმაც ქმრისგან 1 მლნ ვარდზე მიიღო შეკვეთა, ვარდები სპეციალურად ნიდერლანდებიდან ჩამოიტანა.
"ყველა ვარდი აუცილებლად ალისფერი იქნება და მთლიან ბუკეტში ერთი ვარდი განსაკუთრებულად დიდი იქნება", - დაპირდა მაღაზიის მეპატრონე დამკვეთს.
როგორც ყაზახურმა სააგენტოებმა გამოიკვლიეს, ასეთი დიდი დაკვეთის სანაცვლოდ მაღაზიამ კლიენტს გრანდიოზული ფასდაკლებაც გაუკეთა. თუმცა რა თანხა დაუჯდა 1 მლნ. ვარდი ქმარს არ კონკრეტდება.
ცნობისათვის, ყაზახეთში ერთი ვარდის ღირებულება 500-1000 ტენგია, ანუ 100-200 რუბლი, რაც დაახლოებით 3,5-7 დოლარია.