თავის ანდერძში ცნობილმა მომღერალმა უიტნი ჰიუსტონმა, რომელიც 48 წლის ასაკში მიმდინარე წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა, მთელი თავისი ქონება თავის 19 წლის ქალიშვილს, ბობი კრისტინა ბრაუნს დაუტოვა.
კონკრეტული აქტივები არ არის გახმაურებული, თუმცა ავეჯეულობა, ტანსაცმელი, პირადი ნივთები, ძვირფასეულობა და მანქანები ბობი კრისტინა ბრაუნს ერგება.
ანდერძი ატლანტაში გუშინ გახსნეს. ბობი კრისტინა ბრაუნი ანდერძით მინიჭებული ფულის ნაწილს მას შემდეგ მიიღებს, როდესაც ის 21 წლის გახდება. მემკვიდრეობით დატოვებული ქონების დანარჩენ ნაწილს კი 25 და 30 წლის ასაკში.