19 წლის ახალგაზრდა გადახტა წუხელ მტკვარში. მაშველებმა მისი ამოყვანა მალევე მოახერხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა.
ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შემხვევა გვიან ღამით მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.