აფხაზეთში ტუვალუს დელეგაცია იმყოფება, რომელსაც ტუვალუს პრემიერ-მინისტრი ვილი ტელავი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, "მაღალი სტუმრები ტუვალუდან ჩამოსვლისთანავე მიიღო აფხაზეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა".
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თქვენს მიერ აღიარებულ ქვეყანაში", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ტუვალუს დელეგაციის შეხვედრისას. ტუვალუს პრემიერ მინისტრმა კი ანქვაბს ტუვალუელი ხალხის სახელით მისალმება გადასცა.
"ჩამოვედი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავადასურო ჩვენი მეგობრული დამოკიდებულება თქვენს მიმართ. თქვენ სიმართლისათვის იბრძვით და ჩვენ მხარს გიჭერთ ამ ბრძოლაში",_ განაცხადა ვილი ტელავმა.