სომხეთი "ევროვიზია 2012"-ში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კონკურსის ბაქოში ჩატარება გახდა. ევროვიზიის სამაუწყებლო კავშირში ერევნის გადაწყვეტილებას სამწუხარო ფაქტი უწოდეს. თავად სომეხმა მომღერლებმა პროტესტი ჯერ კიდევ გასულ თვეში წერილობით დააფიქსირეს.
"საზოგადოებრივმა არხმა გადაწყვიტა არ მიიღოს მონაწილეობა ევროვიზიის 2012 წლის სიმღერის კონკურსში, რადგან ურთიერტთობები აზერბაიჯანთან ბოლო ხანებში სერიოზულად დაიძაბა. მომღერლების უმეტესობამ უარი განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე და ბოიკოტის ნიშნად მათ წერილი შეადგინეს. სომხები აზერბაიჯანში ნომერ პირველ მტრებად ითვლებიან, ასე რომ ვერ ვხედავთ ვერავითარ ლოგიკას ჩვენი დელეგაცია გავაგზავნოთ იქ სადაც მტრად მიგვიღებენ. ეს ფაქტორი დელეგაციის წევრებზე უარყოფითად იმოქმედებს", - განაცხადა ევროვიზიის სომხური დელეგაციის ხელმძღვანელმა გოჰან გასპარიანმა.
ევროვიზიის კონკურსი ბაქოში 22-დან 26 მაისის ჩაითვლით იმართება.