ამომრჩეველთა ლიგის განხცადებით, კამპანიის დროს კანდიდატებისთვის აშკარად არათანაბარი პირობების და ხმის მიცემასთან დაკავშირებული მასშტაბური მაქინაციების გამო, შეუძლებელია რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს თანასწორუფლებიანი, თავისუფალი და სამართლიანი უწოდო.
ლიგა ვერ ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პუტინმა ხმების ნახევარზე მეტი ვერ შეაგროვა. მათი განცხადებით, პუტინს სულ მცირე ხმათა 10 % მიაკუთვნეს. ოფიციალური მონაცემებით, პუტინმა 4 მარტს ჩატარებულ არჩევნებზე ხმების 63,6 % მიიღო.
ამომრჩეველთა ლიგის განცხადებები ეფუძნება ლიგაში შესულ მონაცემებს იმის შესახებ, რომ არჩევნებიდან ორი დღის განმავლობაში ლიგაში დაახლოებით 5000 ამომრჩევლის ანგარიში შევიდა დარღვევების შესახებ, რომელთაგან 1000 უკვე გადამოწმებულია.
ამომრჩეველთა ლიგა საუბრობს ფალსიფიკაციებზე, ე.წ. კარუსელებზე და მაქინაციებზე სახლის პირობებში ხმის მიცემისას.