სირიაში 2011 წლის მარტიდან მიმდინარე დაპირისპირების შედეგად მსხვერპლის რაოდენობამ 8,5 ათას ადამიანს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ლონდონში მდებარე უფლებების დამცველი ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების დაცვის სირიული მონიტორინგის ცენტრი" ავრცელებს. ორი კვირის წინ ეს ორგანიზაცია აცხადებდა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 7,6 ათასი იყო.
ორგანიზაციის მონაცემებით, მსხვერპლთა ახალ სიაში შედის დაახლოებით 6,2 ათასი სამოქალაქო პირი, 2,2 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა შორის 400 -ზ მეტი დეზერტირია, რომელიც მთავრობის საწინაააღმდეგო მხარეს გადავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლური მედია აქტიურად ეყრდნობა და იყენებს ამ ორგანიზაციის მონაცემებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი ამ ორგანიზაციის კომპეტენციის დონეს ეჭვქვეშ აყენებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ორგანიზაციაში სახელწოდებით "ადამიანის უფლებების დაცვის სირიული მონიტორინგის ცენტრი" მხოლოდ ორი ადამიანი მუშაობს - ხელმძღვანელი და მდივანი-მთარგმნელი. ამავე დროს, ხელმძღვანელ რამი აბდურახმანს სრული საშუალო განათლებაც კი არ გააჩნია.