"დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ახსნა განმარტების მისაცემად დაიბარეს. ის კონტროლის პალატაში სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას გია კობახიძემ განაცხადა, ის ბრალდებები რომელსაც მას მისი მდივანი ლია შერმაკოვა უყენებს, უსაფუძვლოა. შერმაკოვა კობახიგია კობახიძეს მისი მდივანი ლია შერმაკოვა ფულის გათეთრების სქემანი მონაწილეობაში ადანაშაულებს.
"კონტროლის პალატაში დამიბარეს და მომიწია ახსნა-განმარტების მიცემა. საქმე ეხებოდა "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის მიერ მიცემულ ინფორმაციას, რომელშიც ფიგურირებდა ჩემი გვარი. იმ შინაარსით, რომელზეც ეს ადამიანი საუბრობდა, საერთოდ არ მქონია ამ ადამიანთან საუბარი", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, შერმაკოვამ კონტროლის პალატას განუცხადა, რომ გია კობახიძემ მას 300 ლარი გადასცა და სთხოვა ეს თანხა შემოწირულობის სახით "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ანგარიშზე გადაირიცხა. კონტროლის პალატა ამ საქმეზე ადმინისტრაციულ წარმოებას განაგრძობს და დამატებითი დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.