7 მარტს, 12:00 სთ, თბილისში, ჩერქეზული კულტურის ცენტრში, ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საფუძველზე 2012 წელს პროექტი „კავკასიური კვირეული" განხორციელდება. მემორანდუმს ხელს აწერენ სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" და სსიპ „ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი.
პროექტის ფარგლებში იგეგმება კავკასიის ყველა რეგიონიდან ახალგაზრდების ჩამოყვანა საქართველოში. „კავკასიური კვირეული" მოიცავს სხვადასხვა, როგორც კულტურულ, ასევე სამეცნიერო ღონისძიებებს. პროექტ „კავკასიური კვირეულის" მიზანს წარმოადგენს კავკასიის ხალხთა ჰარმონიული და მშვიდობიანი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, სახალხო დიპლომატიის გაღრმავება, საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ახალგაზრდობის განვითარებისათვის გადადგმული ნაბიჯების გაცნობა.