პიარ კლუბი ფუნქციონირებას მომავალი წევრებისთვის მნიშვნელოვანი საკითხით იწყებს. 15 მარტს, 18:30 საათზემერაბ ბერძენიშვილის კულტურისცენტრ „მუზაში" საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკოსებისთვის ლექცია-სემინარსამერიკელი ფილოსოფიის დოქტორი ჩაატარებს, რომელიც საქართველოში აშშ საელჩოს მოწვევით იმყოფება.
ლექცია-სემინარზე განხილული იქნება „ორგანიზაციის რეპუტაციის მართვა ინტერნეტ ეპოქაში - სოციალური ქსელები". სემინარის დროს პიარ პრაქტიკოსები მოისმენენ, თუ როგორ გამოიყენონ ინტერნეტ პლატფორმები რეპუტაციის გამყარებისთვის კონკრეტული მაგალითების და გამოცდილების გაზიარების საშუალებით; პიარ პრაქტიკოსები გაეცნობიან სოციალური მედიის, როგორც დადებით, ასევე იმ უარყოფით მხარეებს, რაც მუდამ თან ახლავს სოციალური მედიის გამოყენებას ორგანიზაციის მართვის დროს; წარმოდგენილი იქნება მრავალი საინტერესო პრაქტიკული მაგალითები და ქეისები.
სემინარს წარუძღვება ფილოსოფიის დოქტორი, ბატონი დენის ვილკოქსი, რომელიც არის დამსახურებული პროფესორი საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. იგი არის უამრავი ჯილდოს მფლობელი, ესენია: „ამერიკის პიარ საზოგადოების"-ს საუკეთესო განმანათლებელის ტიტული,ესპანეთის უნივერსიტეტის „გირონას" ჯილდო, ბუხარესტის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი და სხვა. დენის ვილკოქსი არის ავტორი წიგნებისა „საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და ტაქტიკა"; „დაფიქრდი: საზოგადოებასთან ურთიერთობები და წერის პრაქტიკა საზოგადოებასთან ურთიერთობებში".
ლექციაზე დასწრება შესაძლებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკოსებისა და ჟურნალისტებისთვის. სემინარზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც თან ერთვის განცხადებას და გამოაგზავნონ საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე, არაუგვიანეს 13 მარტისა.ლექცია-სემინარზე დასწრება თავისუფალია.
პიარ კლუბი არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დასაქმებულთა ნებაყოფლობითი გაერთიანება. ძირითადი საქმიანობის სფერო მოიცავს იმ საკითხებს, რაც წარმოადგენს წევრთა საერთო ინტერესებს და რაც რთული გადასაწყვეტია ცალკეული ინდივიდების ძალებით. კლუბის წევრობა შუძლიათ ნებისმიერ სფეროში დასაქმებულ პიარსპეციალისტებს. კლუბის მისიაა: პროფესიული ინტერესების წარდგენა და დაცვა; სფეროს გაუმჯობესებაზე და პოპულარიზაციაზე ზრუნვა; პიარის განათლების განვითარების ხელშეწყობა; ქცევისა და ეთიკის კოდექსის შექმნა;პიარ პროფესიონალებს შორის სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბება; გამჭირვალე ერთობილივი პიარ აქტივობების ჩატარება; ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ორგანიზება; პიარში მოღვაწე სპეციალისტების დაჯილდოება სხვადასხვა ნომინაციაში.
პიარ კლუბის ოპიციალური პრეზენტაცია მიმდინარე წლის 22 მარტს იგეგმება.
პიარ კლუბის მხარდამჭერები არიან: „გუდვილი", „აუთდორი", კულტურის ცენტრი „მუზა", საიტი პიარ მენეჯერებისთვის prx.ge