კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, "საქართველოს იკომოსმა" სურბნიშანის გამაგრებითი სამუშაობი დაიწყო. ძეგლზე 2012 წლის იანვარში მომხდარი ხანძრისა შედეგად, დაზიანებული სვეტის გამო, წლის დასაწყისში დაიგეგმა გადაუდებელი სამუშაობი.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება ძეგლის ჩამოშლილი სვეტის აღდგენა, ტაძრის კარიბჭესა და ინტერიერში მოეწყობა ძალოვანი ხარაჩოები, რომელიც ძეგლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. დაიშლება ტაძრის დარბაზში არსებული დაზიანებული იატაკი და ჩამონგრეული ბეტონის სვეტი. მოხდება კედლების გამაგრება ლითონის კონსტრუციებით.
რესტავრატორები ძეგლზე სამი თვის განმავლობაში იმუშავებენ. პროექტი 25 მაისს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, გადარჩენა და პოპულარიზაცია სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ქვეყანაში ძეგლთა რეაბილიტაცია ხორციელდება განურჩევლად მათი რელიგიური და კონფესიური კუთვნილებისა.
უკანასკნელ წლებში ამ მიმართულებით განხორციელდა, ნორაშენის ეკლესიის საპროექტო დოკუმენტაცია და ჩატარდა მოღნისის არქიტექტურული გამაგრების გადაუდებელი ღონისძიებები.
წმინდა ნიშნის სომხური ეკლესია სურბნიშანი მდებარეობს თბილისში, ზემო კალაში, ჩალაუბნის ქუჩის შესახვევში. მას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიადაც მოიხსენიებდნენ. შუა საუკუნეებში ეკლესიას მამასახლისის საყდარს უწოდებდნენ. ამ ადგილას თავდაპირველი ეკლესიის აშენების ხანა უცნობია. დღევანდელი ტაძარი აგებულია 1703-20 წლებში მელიქ გიორგის მიერ (გუმბათი ეკლესიას 1780 წელს დაედგა).