26 წლის ბექა ფერცულიანმა საკუთარი ოჯახის წევრებს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მათ ცივი იარაღით დახოცვას უპირებდა.
ქუთაისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ბინაში დაწყებული დაპირისპირება მოგვიანებით კორპუსის სადარბაზოში გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც ცივი იარაღით შეიარაღებული ბექა ფერცულიანი ვერც მეზობლებმა და ვერც ახლობლებმა შეაკავეს, პოლიცია გამოიძახეს. დანებით შეიარაღებულმა ბექა ფერცულიანმა აგრესია შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებზე გადაიტანა, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომელმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა. 26 წლის ბექა ფერცულიანმა ერთ-ერთ პოლიციელთან მიახლოება მოახერხა და ის დანით დაჭრა. ამის შემდეგ კი პოლიციის თანამშრომელმა მეორედ გაისროლა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც ბექა ფერცულიანი, ასევე მისი მამამ ბონდო ფერცულიანი.
ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველები და მეზობლები აცხადებენ, ბექა ფერცულიანს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ის ფსიქიატრიულ მკურნალობასაც გადიოდა.