კომპანია Google-მა მარტიდან კონფიდენციალობის პოლიტიკა შეცვალა. ევროკავშირი ამ საკითხს სიფრთხილით ეკიდებოდა, რადგან შიშობდა, რომ ამით შესაძლოა, ევროპის კანონმდებლობა დარღვეულიყო.
სიახლის თანახმად, პირადი მონაცემები, რომელსაც Google-ის ერთი-ერთი სერვისიდან გაიცემა, შესაძლოა, სხვა ინტერნეტგიგანტების პლატფორმებს გადაეცეს, მათ შორის YouTube-ს, Gmail-სა და Blogger-ს.
Google-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცვლილებები კორპორაციას საძიებო მოთხოვნის რეზულტატების უკეთესად ადაპტირების შესაძლებლობას მისცემს და აღნიშნეს, რომ ეს მოთხოვნები "ნამდვილად პერსონალური" იქნება.
ფრანგმა მარეგულირებლებმა ეჭვქვეშ დაყენეს Google-ის კონფიდენციალობის ახალი პოლიტიკა და საერთო ევროპული გამოძიების დაწყების აუცილებლობის შესახებ განაცხადეს.
მანამდე ექსპერტების ნაწილმა გამოთქვა შიში, რომ ინტერნეტგიგანტის ახალი პოლიტიკა არ ეთანხმება ევროპის კანონებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ.