ჩინეთმა ეკონომკის ზრდის პროგნოზი შეამცირა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 8%-ზე ქვევით დაწია. ზრდის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჩინეთის ეკონომიკას ბოლო რვა წელია არ ჰქონია. სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამჟამად პეკინისთვის მთავარია მდგრადი განვითარება.
ჩინეთის რეფორმების კომისიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ეკონომიკის 2012 წლის ზრდის ტემპი დაიგეგმა 7,5%-ის დონეზე, რაც 1,7%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. მისი თქმით, ეკონომკის ზრდის შეჩერების მიზეზი რეფორმების რეალიზაციის სტიმულირება და ეკონომიკის განვითარების ხარისხის ზრდააა.
2010 წლის მერე ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გლობალური კრიზისიდან გამოვიდა და ზრდის ორნიშნა ტემპებს დაუბრუნდა, გაასწრო იაპონიას და გახდა მსოფლიოში მეორე ეკონომიკა.
ჩინეთის ხელისუფლება ახალი ეკონომიკური მოდელით შიდა მოთხოვნის ზრდის სტიმულირებას მოახდენს და შეეცდება ინფლაციის დაბალ დონზე შენარჩუნებას. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი კურსის შედეგად ხელისუფლება ეროვნულ ვალუტას, იუანს გაამყარებს.