7 მარტს, 12:00 საათზე, კამპანიის - "ეს შენ გეხება" - წევრი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში (ჭოველიძის ქ. 10) პრესკონფერენციას გამართავენ.
პრესკონფერენციაზე კამპანიის წევრები გამოეხმაურებიან პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტი მზადაა, კანონით უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეუფერხებელი საქმიანობა.
არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლება 13 თებერვალს წამოიწყეს კამპანია "ეს შენ გეხება", რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა.