საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის "სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე "Summer Job" საიტისა და ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრნენ.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა "Summer Job" საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ.
პროექტის ფარგლებში, ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება.თითოეულ დასაქმებულ სტუდენტზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია უკვე დარიცხული 500 ლარი. სტუდენტის სურვილის შემთხვევაში, მას შესაძლებლობა მიეცემა მონაწილეობა მიიღოს პროგრამა "Summer Job"-ში და აირჩიოს შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობებიდან სასურველი ერთი ვაკანსია. დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება ელექტრონულ მისამართზე www.summerjob.ge. რეგისტრაცია მოხდება მხოლოდ ინტერნეტით 20 მარტიდან 20 აპრილამდე.