პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი სომხეთის სახალხო კრების თავმჯდომარის მოადგილეს, სამველ ბალასანიანს შეხვდა.
როგორც მაჭავარიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტების ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მისი განცხადებით, სომხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეზობელი სახელმწიფოა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება.
"განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობებში საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობას შეეხება. შევთანხმდით, რომ მოხდება კანონმდებლობების სინქრონიზაცია და ორმხრივი კომისია განახლებულ ფორმატში გააგრძელებს მუშაობას", - აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ ორმხრივი საპარლამენტო კომისიის ფორმატში საქართველო და სომხეთი 1998 წლიდან თანამშრომლობენ.