კონცერნი Avesta აზერბაიჯანში 2 მლრდ. დოლარიან პროექტს ახორციელებს: კასპიის ზღვასთან მშენებარე Khazar Island-ში, 1 050 მეტრის Azerbaijan Tower-ი აშენდება, რომელიც საცხოვრებელ სახლებთან ერთად ბიზნესცენტრებსაც მოიცავს.
Avesta-ს პრეზიდენტის გაჯი იბრაჰიმის განმარტებით, შენობის აქტიტექტურული დიზაინი უკვე მზადაა, რომელიც ბრიტანულ, აშშ-ის და ნიდერლანდების კომპანიებთან ერთად შემუშავდა. ნაგებობაში 1 მლნ. კვ/მ-ზე, 7 შენობა განთავსდება, რომელიც სასტუმროსაც მოიცავს.
Azerbaijan Tower-ი მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობაზე - Burj Khalifa-ზე 200 მეტრით, ხოლო Kingdom Tower-ზე 50 მეტრით მაღალი იქნება.