აშშ-ს მოსახლეობამ საკუთარი თავი მსოფლიოში ყველაზე ცუდ ტურისტებად აღიარეს. აღნიშნულის მიზეზად მათ საკუთარი ქცევა დაასახელეს,ნათქვამია LivingSocial-ს კვლევაში. რეიტინგის მეორე ადგილზე ჩინელი ტურისტები აღმოჩნდნენ, მესამეზე - ფრანგები, მეოთხეზე - იაპონლები, მეხუთე ადგილზე კი რუსები.
ცუდი ტურისტების ათეულში ასევე შევიდნენ სამხრეთ კორეელები, ინდოლები, გერმანელები, ესპანელები და დიდი ბრიტანელები.
აშშ-ს ტურისტების 40 %-ი აღიარებს, რომ მათ ერთხელ მაინც მოუპარავთ სასტუმროდან რაიმე ნივთი. კერძოდ 28 %-ს პირსახოცი, 8 %-ს ხალათები, 5 %-ს ტელევიზორის პულტების ბატარეები, 4 %-ი ბალიშები, 3 %-ს დისტანციური მართვის პულტები, ასევე 3 %-ს ზეწრები და ა.შ.
ამერიკელი ტურისტების 22 %-ს მოგზაურობისას დაუკარგავს საკუთარი ტვირთი (ავიაკომპანიების მიზეზით), 16 %-ს დაუგვიანია თვითმფრინავის რეისზე, 8 %-ი აცხადებს, რომ ვერ გათვალა მოზაურობისთვის საჭირო ბიუჯეტი.
შეგახსენებთ, რომ კვლევა თებერვალში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 5,6 ათასმა ადამიანმა მიიღო.