რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა შესაძლოა ევროკავშირიდან ღორის ხორცის იმპორტი აკრძალოს.
აკრძალვა ძალაში შესაძლოა 20 მარტს შევიდეს. სამსახური აცხადებს, რომ ევროკავშირიდან მოწოდებულ ღორის ხორცში გამოვლენილია სხვადასხვა სახის საშიში ბაქტერიები და ქიმიკატები.
ევროკავშირში აღნიშნული სახლის პროდუქციაზე სათანადო ზედამხედველობა არ არსებობს, აცხადებს რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ევროკავშირიდან რუსეთში იმპორტირებული ღორის ხორცის მოცულობამ, ღორის ხორცის საერთო იმპორტის 52 %-ი შეადგინა.