"ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის მოკავშირეა თუმცა არა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში", - ეს განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისრაელის პრემიერთან შეხვედრისას გააკეთა.
"თუ თეირანი ბირთვული იარაღის არსენალს მიიღებს ეს შტატებისა და ისრაელისათვის რა თქმა უნდა მიუღებელი იქნება", _ განაცხადა ობამამ.
მისივე თქმით, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობებს შესაძლებლობა კერ კიდვე არსებობს, რაზეც ბენიამინ ნათანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი საკუთარ ბედზე პასუხისმგებლობას მუდამ იღებდა და აიღებს კიდეც, რადგან ის ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში „მზადაა საკუთარი უსაფრთხოება დაიცვას".