ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს მორალური შეურაცხყოფა მიაყენა და მას "გეი" უწოდა.
ბელორუსის პირველი პირის კომენტარს უკვე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მისი განცხადებით, ლუკაშნკოს ამგვარი შინაარსის განცხადება მისი როგორც პრეზიდენტის ადამიანი უფლებებისადმი უხეშ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გვიდო ვესტერველემ ლუკაშენკოს "ევროპის უკანასკნელი დიქტატორი" უწოდა. რაზეც ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "სექსუალური ორიენტაციის შეცვლას ისევ დიქტატორობა სჯობს".