რუსეთის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმერ პუტინმა არჩევნების შედეგების შეჯამების გარეშე განაცხადა, რომ სამართლიანად გაიმარჯვა არჩევნებში.
„ჩვენ გავიმარჯვეთ ღია და სამართლიან ბრძოლაში", - განუცხადა საკუთარ მომხრეებს ვლადიმერ პუტინმა მანეჟის მოედანზე.
დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები აქცენტებს აკეთებენ იმ გარემოებაზე, რომ პუტინმა განცადება მაშინ გააკეთა, როდესაც ხმების მეოთხედია დათვლილი.
„ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ხალხს ნამდვილად ძალუძს ადვილად განასხვავოს განახლების სურვილი პოლიტიკური პროვიკაციეებისგან, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს: დაანგრიონ რუსეთის სახელმწიფოებრიობა და მოახდინონ ხლისუფლების უზურპირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამ დროსათვის, ხმების 25%-ის დათვლის შედეგად არსებული მონაცემებით, ვლადიმერ პუტინს ამომრჩევლეების 63%-მა დაუჭირა მხარი.
არასამთავრობო სექტორი და დამკვირებლები ათასობით დარღვევის ფაქტზე საუბრობენ.