ვანის საკრებულოს დეპუტატი „ქრისტიან-დემოკრატი" დათო ლორთქიფანიძე ვანის რაიონის დიხაშხოს მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მოსახლეობისთვის აქტუალური სხვადასხვა საკითხი. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით 2 წლის წინ დედოფლის წყაროში მათ 14 საერთო საცხოვრებელი გადახურეს, რის სანაცვლოდაც უნდა მიეღოთ 16 000 ლარი. ასანაზღაურებელი თანხა უნდა დაეფარა შპს „კავაკსტაუსს", რომელიც ვანის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი იყო. თუმცა მოსახლეობა დღესაც ანაზღაურების მოლოდინშია. მოსახლეობის განცხადებით, გაიყიდა ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო მიწები, მათ ასევე არ მიეცათ შესაძლებლობა აქტიურად ჩართულყვნენ სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში, რომლის ფარგლებში 2 წლის მანძილზე 70 000 ლარი გაიხარჯა, თუმცა ადგილობრივები ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.
„ქრისტიან-დემოკრატი" დათო ლორთქიფანიძე მოსახლეობას არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა და მოუწოდა შპს „კავკასტაუსს" დირექტორს ზურაბ ნერგაძეს, დროულად გამოყოს მოსახლეობისთვის განკუთვნილი თანხები.
„მოვუწოდებ ზურან ნერგაძეს დროულად გამოყოს მოსახლეობის კუთვნილი თანხები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ რადიკალურ ზომებს" - განაცხადა ლორთქიფანიძემ.