ხვალ, 5 მარტს, მოსკოვში პუტინისა და ოპოზიციის მხარდამჭერების მიტინგები იგეგმება.
რუსეთის პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერები აქციას მანეჟის მოედანზე  გამართავენ. 
რუსული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდული მოძრაობა "ნაში" და "სტალ" მანეჟის მოედანზე 19:00 საათზე გეგმავენ შეკრებას, მაშინ როდესაც ოპოზიციის აქციაა დაგეგმილი. 
კერძოდ კი, მოსკოვის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ოპოზიციას აქციის "სამართლიანი არჩევნებისთვის" ჩატრების უფლება პუშკინის მოედანზე 19:00-დან 20:00 საათამდე აქვთ მიცემული. 
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, "ნაშის" მიერ ორგანიზებულ აქციას შესაძლოა ვლადიმერ პუტინიც შეუერთდეს. 
ამ დროისთვის კი მოედანზე სპეცრაზმისა და პოლიციის შენაერთებია მობილიზებული.