რუსეთის ტერიტორიაზე საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩველთა 47,6% საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ამის შესახებ რუსეთის ფედრაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სტანისლავ ვავილოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების მიმდინარეობის დროს საარჩევნო კომისიაში მხოლოდ 86 საჩივარია შემოსული, სადაც ძირითადი აქცენტი სიებში ამომრჩველთა გამოტოვებაზე კეთდება.
ამასთან, საჩივრები ასევე ეხება აგიტაციის უკანონო ჩატრებას და მაზე პასუხისმგებელი პირებისგან რეაგირებას ან პირიქით, რეაგირების გარეშე დატოვებას.
აღსანიშნავია, რომ ოპოზციის მტკიცებით, საარჩვენო უბნებზე უკვე 3000-ზე მეტი კანონდარღვევაა გამოვლენილი.