რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და "ლიბერალ-დემოკრატების" ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებშის მეორე ტურს ვარაუდობს. როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ხმების 50%-ს, სავარაუდოდ, ვერცერთი კანდიდატი ვერ აიღებს.
"თუ ორშაბათს ცუდ ხასიათზე იქნებიან, ე.ი. არჩევნები არასწორად არის გაკეთებული. სავარაუდოდ, ვერავინ მიიღებს 50%-ს და წესით უნდა იყოს მეორე ტური. საპარლამენტო არჩევნების დროს ამბობდნენ, რომ სათათბიროში ვერ მოვხვდებოდით, მაგრამ 12% ავიღეთ. ცოტა დრო დარჩა და დაველოდოთ შედეგებს", - განაცხადა ჟირინოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის სავარძლისათვის იბრძვიან: რუსეთის პრემიერ- მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირონოვსკი, რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი, პარტია "სპრავედლივაია როსიას" კანდიდატი სერგეი მირონოვი და ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი.
რუსეთის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანია 2011 წლის 26 ნოემბერს დაიწყო.
არჩევნების საბოლოო შედეგი კანონის მიხედვით 14 მარტამდე უნდა გახდეს ცნობილი 17 მარტამდე კი ეს შედეგები ოფიციალურად უნდა გამოქვეყნდეს. 4 მარტს არჩეული პრეზიდენტი თავისი უფლება-მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად 7 მაისს შეუდგება.