რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
მედვედევი მეუღლესთან ერთად ხმის მისაცემად მოსკოვში, დოვჟენკოს ქუჩაზე მდებარე საშუალო სკოლის შენობაში გასხნილ საარჩევნო უბანში ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მივიდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მედვედევის საარჩევნო უბაზე მისვლის დროს პრეზიდენტობის კანდიდატების 10-მდე დამკვირვებლი დახვადა.
მედვედევმა ადგილზე მყოფებს საპრეზიდენტო არჩევნების დღე მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ საარჩვენო უბანზე რუსეთის პრეზიდენტის ხმის მიცემის დროს მის გადასაღებად 2634 ვიდეო კამერა იყო მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რუსეთის პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძვიან: რუსეთის პრემიერ- მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირონოვსკი, რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი, პარტია "სპრავედლივაია როსიას" კანდიდატი სერგეი მირონოვი და ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი.